შაბათი, 18.05.2024, 21:22
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
საიდან გაიგე ამ საიტის შესახებ ?
სულ პასუხი: 426
ძებნა
WmLink.ru
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 3 » ახალი iPod shuffle
18:49
ახალი iPod shuffle


Apple-მა უკვე ოფიციალურად წარმოადგინა ახალი iPod shuffle- მსოფლიოში ყველაზე პატარა ფლეიერი. iPod -ის ზომა თითქმის განახევრდა, უფრო გათხელდა, დაიხვეწა და დაემატა სრულიად ახალი და ძალიან საჭირო ფუნქცია VoiceOver, რომელიც თქვენს აიპოდს საშუალებას მისცემს წარმოთქვას სიმღერის და ალბომის სათაურები, რაც გაადვილებს თქვენთვის სასურველი სიმღერის და ალბომის მოძებნას.

ახალი აიპოდის სრული კონტროლი ხდება უშუალოდ ნაუშნიკიდან და არა თვით iPod-დან, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ახალი iPod shuffle-ს აღარ აქვს არანაირი ღილაკი და გადამრთველი, რაც გამოწვეულია კიდევ უფრო მარტივი მიზეზით - და ეს მიზეზი მისი ძალიან-ძალიან მცირე ზომაა. მისი ფორმა და დიზანი მართლაც ბრწყინვალეა, ალუმინის პრიალა მასალით დაფარული ზედაპირი, ძალიან გამძლე და ყოველდღიურობასთან მორგებულია.

წარმოიდგინე ფლეიერი რომელიც უშუალოდ გელაპარაკება, გეუბნება სიმღერის სათაურს, ალბომის დასახელებას, მომღერალს, VoiceOver-ით მას შეუძლია 14 ენაზე საუბარი :P ესაა- ინგლისური ,გერმანული,ჩეხური, ფრანგული, ჰოლანდიური, ბერძნული , იტალიური, იაპონური, ჩინური, პოლონური, პორტუგალიური,ესპანური , შვედური და თურქული. მოკლედ ჩვენს ყოვლისმცოდნე iPod shuffle-ს შეუძლია ბატარეის მდგომარეობის თქმაც, რომელის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 საათამდეა გაზარდილი.

სურათები








კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 919 | დაამატა: ADMIN | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
სტატისტიკა
MYTOP.GE JEJE Top
Tak.Ru

Copyright MyCorp © 2024Make a free website with uCoz