შაბათი, 18.05.2024, 20:24
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
საიდან გაიგე ამ საიტის შესახებ ?
სულ პასუხი: 426
ძებნა
WmLink.ru
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 3 » iPhone 3GS
18:55
iPhone 3GS


Apple-ის დეველოპერებმა WWDC-ზე (Worldwide Developers Conference 2009) ახალი iPhone წარმოადგინეს. iPhone3GS – რომელსაც ყველა ასე სულმოუთქმელად ელოდა. 3GS გარეგნულად ძალიან გავს iPhone 3G-ს, ანუ შეიძლება ითქვას რომ Apple-მა გარეგნული მხარე უცვლელად დატოვა.ძირითადი ყურადღება კი მაინც მის მეტად ფუნქციონალობასა და ახალ iPhone OS 3.0 სისტემაზეა გადატანილი.

ამჯერად სახეზეა 3 მეგაპიქსელიანი კამერა, ავტოფოკუსით და ფერთა ავტომატური ბალანსით. აგრეთვე ვიდეო 640 x 480 30 ფრეიმით ყოველ წამში, ვოდეოს დაედითება და ამოჭრა მულტი თაჩ კონტროლით.
3GS-ს დაემატა კიდევ ერთი შესანიშნავი ფუნქცია (Voice Control), ანუ ტელეფონის ნომრის წარმოთქმის შემდეგ iPhone იმეორებს ჩვენს სიტყვებს და რეკავს შესაბამის ნომერზე. იგივე ფუნქციით შეიძლება გავიგოთ თუ რა სიმღერას ვუსმენთ, ვინ არის სიღერის ავტორი, ალბომის დასახელება და ა.შ. ეს ფუნქცია iPod Shuffle-ის მომხმარებლებისათვის კარგადაა ცნობილი.

კიდევ ერთი მისასალმებელი ფაქტი, გაუმჯობესებული ბატარეის ხანგრძლივობაა. iPhone 3GS-ზე უკვე 9 საათი WiFi, რაც 3საათით მეტია 3G-ზე, 10 საათი ვიდეოს ხანგრძლივობა- 3 საათით მეტი 3G-ზე და 30 სააათი აუდიო playback 24-ის ნაცვლად.ეფლი iPhone 3GS-ის სხვადასხვა მოდელებს გვთავაზობს განსხვავბულ ფასად: 32გიგაბაიტი – $299. 16გბ. – $199. 8გიგაბაიტიანი iPhone 3G კი 99 დოლარად. ეს გრანდიოზული სეილი 19 ივნისიდან დაიწყება.






კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1049 | დაამატა: ADMIN | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 mishiko  
0
saidan gadmovwero

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
სტატისტიკა
MYTOP.GE JEJE Top
Tak.Ru

Copyright MyCorp © 2024Make a free website with uCoz